LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიბომბა ქალაქი განჯა – ტერიტორიიდან ქართველი ჟურნალისტები სპეციალური ავტომანქანებით გაჰყავთ (ვიდეო)

402
Screenshot-2

მთიან ყარაბაღში, კონფლიქტის ზონიდან 90 კმ-ში მდებარე ქალაქ განჯაში კვლავ აფეთქების ხმა ისმის. ადგილზე იმყოფებოდა „კურიერის“ გადამღები ჯგუფი, რომელიც ავრცელებს ვიდეო მასალას თუ როგორ გაჰყავთ ტერიტორიიდან მედიის წარმომადგენლები.

“რამდენიმე წუთის წინ,  კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ახალი აფეთქებების ხმა გაისმა.

ამ დროს, “კურიერის” გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობდა. როგორც ჩვენი კორესპოდენტი დავით ცაგარელი ამ წუთებში გვატყობინებს, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დაიბომბა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი განჯა, რომელიც მთიანი ყარაბაღიდან 90 კილომეტრში მდებარეობს.

რამდენიმე აფეთქების შემდეგ, ტერიტორიიდან მედიის წარმომადგენლები სპეციალური ავტომანქანებით გაჰყავთ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც “რუსთავი 2” ავრცელებს.

https://www.facebook.com/rustavi2/videos/777136479792945

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები