LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

"დაიღალა ხალხი ყველაფრისგან, მოდი, ვისაუბროთ პოზიტივზე" – კალაძე

175
კახა

თბილისის მერი ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხალხი დაპირისპირებისგან დაიღალა.

მისი თქმით, პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი, ქვეყანაც და ხალხიც. “მოდი, ვისაუბროთ პოზიტივზე, პოზიტიურ პროექტებზე, წინსვლაზე, განვითარებაზე”, – ამბობს კალაძე.

“სულ არის საუბარი „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, დაპირისპირება, ცხვირ-პირის მტვრევა, გინება. დაიღალა ხალხი ამ ყველაფრისგან და მოდი, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ჩვენს საქმეს მივხედოთ, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ, ჩვენი პატარა თითო ქვა, აგური დავდოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უფრო განვითარებული, წინ წასული, სადაც იცხოვრებს ბედნიერი ხალხი, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, კომფორტულად იცხოვროს. გვაქვს ამ ყველაფრის შესაძლებლობა, გააჩნია ჩვენს ქვეყანას და მოდი, ჩვენს ქვეყანას მივხედოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება. ამის საპასუხოდ კი, ნიკა მელიამ თქვა, რომ მას ყველა განცხადება გააზრებული აქვს. „ფრთხილად ვიყოთ, ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს“, – აცხადებს მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები