2011 წლიდან, 12 აპრილს, მსოფლიოში აღინიშნება ქუჩაში მცხოვრები და /ან მომუშავე ბავშვთა საერთაშორისო დღე. ღონისძიებების მთავარი გზავნილია ბავშვის უფლებების დაცვა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა ძალადობის პრევენციის მიმართულებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ (CSDC) ინიციატივით, „ფორტუნა რეკორდსში“ ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, თემო საჯაიამ, ვერიკო ტურაშვილმა, გიორგი დათიაშვილმა ჩაწერეს სიმღერა, რომლის სახელწოდებაა „მე ვზრუნავ“. „მარუნ 5“-ის ცნობილ სიმღერაზე ქართული ტექსტი სპეციალურად 12 აპრილის აღსანიშნად შეიქმნა. კამპანიის სლოგანია „დაინახე უხილავი ბავშვები“.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) 2010  წლიდან იცავს ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების ინტერესებს, მუშაობს მათი ინტეგრირების მიმართულებით სამოქალაქო უფლებების დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არაფორმალური საგანმანათლებო პროგრამების უზრუნველყოფით, რათა მათ შეძლონ ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრება.

2015 წლიდან, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სკოლის მიღმა დარჩენილი/დარჩენის რისკის მქონე მიუსაფარი ბავშვების სკოლაში ინტეგრაციაა უზრუნველყოფილი.

ღონისძიების მხარდამჭერიარადიოჰოლდინიფორტუნა