LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაინფიცირდა 1 092, გარდაიცვალა 23 პირი – 15 ივნისის კოვიდსტატისტიკა

48
KORONA

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 734 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 092  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 775 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  3.67%

 Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 092 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  355 368-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.67 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.60%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.33%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 775 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 103-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 083 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 586 შემთხვევა,
  • აჭარა – 56,
  • იმერეთი – 131,
  • ქვემო ქართლი – 81,
  • შიდა ქართლი – 58,
  • გურია – 8,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61,
  • კახეთი – 53,
  • მცხეთა-მთიანეთი – 31,
  • სამცხე-ჯავახეთი – 11,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 156 საიდანაც 3 059 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 733, აჭარაში – 260, იმერეთში – 384.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 677 პირი, მათ შორის, თბილისში – 308, აჭარაში – 68, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 191 პირი, მათგან თბილისში – 125, აჭარაში – 10, იმერეთში – 12.

595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 – თბილისში, 225- აჭარაში.

5 502 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 0.

სულ  6 ოქტომბრიდან – 14 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 854 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 528 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 711, პირი, აჭარაში – 1 418, იმერეთში – 929.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები