LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაისი პორტუგალიაში – ქართველი ემიგრანტი პორტოში ტურისტებს ქართულ ჰანგებს ასმენინებს

395
collage

ქართველი ემიგრანტი პორტოს ქუჩებში მოსეირნე ტურისტებს ქართულ ჰანგებს ასმენინებს. დაისი პორტუგალიაში ქართველმა მოგზაურმა დავით გოროზიამ მოისმინა და საკუთარი შთაბეჭდილებები სოციალურ ქსელში მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებს გაუზიარა.

„1 წელი გავიდა დაუვიწყარი დღიდან. პორტოს ქუჩაში რომ მიდიხარ მოწყენილი, რადგან ტოვებ საოცარ ქალაქს და შენებური ჰანგები გესმის… ბედნიერება შენი ქვეყნის სიყვარულშია. ოქრო კაცი გავიცანი, გავიხარეთ ერთმანეთის ხილვით შორეულ მიწაზე“, – წერს გოროზია და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქართველი ემიგრანტის დაკრულ ჰანგებს მოისმენთ.

ცნობისთვის, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი მიმართულება პორტო – ევროპის უძველესი ქალაქი, ქვეყნის ყოფილი და პორტვეინის ამჟამინდელი დედაქალაქია. ეს გახლავთ გაცხოველებული სამრეწველო ცენტრი, რომლის ისტორიულმა ნაწილმა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო (1996 წ) და მე-4 საუკუნიდან მოყოლებული მუდმივად დასახლებულია.

არქიტექტურულ სტილში ქალაქი მრავალფეროვანია: აქ არის შუასაუკუნეების ძეგლები და თანამედროვე მშენებლობებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები