LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიწყება ავიაბილეთებზე ფასების ომი – პანდემია ფრენებს გააიაფებს

177
mike-kelley-lax-composite

კორონავირუსისგან გამოწვეული მოვლენები მსოფლიოში, სავარაუდოდ, ავიამიმოსვლას გააიაფებს.

როგორც avianews იუწყება, შეზღუდვების მოხსნისა და ფრენების განახლების შემდეგ, ავიაკომპანია Ryanair-ი ფასების ომისთვის ემზადება. აღნიშნულის შესახებ განცხადება Ryanair Group-ის ხელმძღვანელმა მაიკლ ო ლირიმ გააკეთა. ის მიიჩნევს, რომ ბაზარი აღდგენას მალე მოახერხებს.

“ინდიკატორები ნორმალურ დონეს დაუბრუნდება, მაგრამ ფასების უფრო დაბალი დონით. ფრენების განახლებამდე ჩვენ ბილეთების გაყიდვას განვაახლებთ და ამას გააკეთებენ სხვა ავიაკომპანიებიც. ჩვენ არ გვაღელვებს ბილეთს გავყიდით 9,99 ევროდ, 4,99 ევროდ, 1,99 ევროდ თუ 0,99 ევროდ, მთავარია რომ ჩვენი პილოტები, ბორტგამცილებლები და თვითმფრინავები ცაში დავაბრუნოთ“, – აცხადებს ო ლირი.

მისივე პროგნოზით, 2021 წელს ბილეთის ფასები დაბალი იქნება, რადგან დაბალი იქნება ნავთობის ფასი, ამასთან აეროპორტები დაწევენ გადასახადებს, რათა ავიამიმოსვლა წაახალისონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები