მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის მიზეზებს ოპოზიცია ასახელებს – რომან გოცირიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ია კერზაიას საქმეს უკავშირდება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის მტკიცებით,  ზუგდიდის სკოლის ყოფილი დირექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, რომელიც ახლა უკვე სტრასბურგამდე მივიდა, ის მთავარი მიზეზია, რასაც ბატიაშვილის მინისტრობა შეეწირა

გადაწყვიტეს, ბატიაშვილის მოხსნით პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ ია კერზაიას საქმისთვის, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო”, – ამბობს გოცირიძე.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ამ საქმეს არაფერი უშველის, რადგან მისი თქმით, ვინც ბატიაშვილს წინასაარჩევნოდ რეპრესიები დაავალა, დღეს პრემიერია. 

ამ თემაზე გამოემხაურა ია კერზაიას შვილიც.

ბაჩანა შენგელია არ გამორიცხავს, რომ განათლების ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. 

საქმე ეხება ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის – ია კერზაიას გარდაცვალებას, რასაც მისი შვილი წინასაარჩევნოდ  განხორციელებული სახელისუფლებო პოლიტიკურ წნეხს უკავშირებს.

ამ თემაზე დღეს განმარტება გააკეთა ბატიაშვილმაც. მან ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ თანამდებობიდან წასვლა პირად საკითხს უკავშირდება.

სადღაც საბუთების გაგზავნა, პირდაპირ ვერ დაუკავშირდება ამას. თუმცა შემიძლია გითხრათ და მანამდეც არაერთხელ განვაცხადე, რომ მივესალმები ამ საქმის სტრასბურგში გაგზავნას და ამ პროცესს“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მან მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები