LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაიწყეთ? ახლა მეც ვისაუბრებ ბევრს” – ნოდარ მელაძე სალიას ტყუილში ადანაშაულებს

712
a1545648510

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებას ტყუილს უწოდებს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის “ფეისბუქის” გვერდზე არც ერთი ლაივი არ გაუშვია, ასევე არ მიუღია არც ერთი ოფიციალური შეტყობინება თუ ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადააბაროს გვერდი. 

"რუსთავი 2" აცხადებს, რომ მის "ფეისბუქს" უკანონოდ იყენებენ

Facebook გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებელი შეცდომაში შეყავს.

„ტყუილია 1 – “რუსთავი 2” ვებზე მომუშავე ყველა ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი, არის ამ დრომდე ამ გვერდის რედაქტორი, შედით და ნახეთ სეთინგებში რა ლაივი გავუშვი პირადად მე – პასუხი არც ერთი.

ტყუილია 2 – ამ დრომდე, არ მიმიღია არც ერთი ოფიციალური შეტყობინება, ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადავაბარო ეს გვერდი. არ მომსვლია არც სმს, არც წერილი, არც მეილი. შედგა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, ისიც ზოგადი შინაარსის ეიჩართან და პასუხიც მიიღო.

“უპასუხისმგებლობა” – Paata Salia ამას განცხადებაში ჩემზე წერთ? ეს ტექსტი ალბათ თქვენი დაწერილი არ არის. უპასუხისმგებლობაზე და დანარჩენ ბევრზე შემიძლია უფრო მეტი გელაპარაკოთ. ამ პოსტს გაგრძელება ექნება, ახლა არ მცალია. დაიწყეთ? ახლა მეც ვისაუბრებ ბევრს…“ – წერს ნოდარ მელაძე.

“რუსთავი 2” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან ნოდარ მელაძისგან “ფეისბუქს” ვერ იბრუნებს – განცხადება ამ პრობლემის შესახებ, არხის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“რუსთავი 2″-ის ახალი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მელაძის ქმედებები უპასუხისმგებლოა და შესაძლოა კიბერდანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დაიბრუნა, “რუსთავი 2”-ის გუნდის ნაწილმა კომპანია დატოვა. არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა კი ახალი “მთავარი არხი” შექმნა, რომელიც ეთერში გუშინ გავიდა.

მთავარი არხმა მაუწყებლობა დაპირებისამებრ 9 სექტემბერს 9 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო. მთავარი საინფორმაციო “კურიერის” მსგავსად დიანა ჯოჯუასა და პაატა იაკობაშვილს მიჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები