ზუგდიდში დაკავებული ბერის საქმეზე საპატრიარქოდან პირველ კომენტარს აკეთებენ. როგორც საპატრიარქოს პრეს-მდივანი “კურიერთან” სატელეფონო საუბარში აცხადებს, სასულიერო პირის მამამ ამანათი მიიღო, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა.

“მე ვიცოდი ზუგდიდის შემთხვევაზე, რომ სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული, რომელმაც ამანათი მიიღო, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება.

საპატრიარქო ჯერ დაელოდება სამართალდამცველების დასკვნას. ხომ შეიძლება, ტყუილად ედავებოდნენ, ან დამნაშავე იყოს? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, წინასწარი გამოძიება ვაწარმოოთ”- განაცხადა  საპატრიარქოს პრეს-მდივანმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი ზუგდიდში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

ამ მამაოს საოცარი წარსული აქვს – ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბერმა დანაშაული დაიბრალა

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05