გიორგი შაქარაშვილის საქმის 23-ე ტომიდან ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ერთ-ერთი დაკავებულის თანაკლასელმა და მისმა მეგობარმა არასრულწლოვანმა ე.ხ-მ გამოძიებას ახალი და სკანდალური ჩვენება მისცეს.

ანა გაბეჩავას წვეულების სტუმარი ჰყვება, რომ 18 ივნისის ღამეს მის მეგობარ ვანო თეგაძესთან ერთად აგარაკზე მას შემდეგ დარჩა, რაც ყველა სტუმარი წავიდა.

ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ავტომაგისტრალზე გიორგი ქათამაძის, კოკო ღიბრაძისა და ვახო ახვლედიანის ცემის შემდეგ, “მერსედესის” ყველა მგზავრი აგარაკზე დაბრუნდა და წვეულების სტუმრების ძებნა განაგრძეს.

ე.ხ. იხსენებს, რომ მეგობრებთან ტერიტორიაზე მისთვის უცნობი მამაკაცი შენიშნა, რომელიც მათზე უფროსი იყო და საპირფარეშოში ხელებს იბანდა. ეს მამაკაცი, სავარაუდოდ მორაგბე და რკინის ხელკეტიანი ნიკა ჟვანიაა. ცდილობდა თუ არა ის კვალის წაშლას – უცნობია.

ის, რომ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები ნარეკვავში შურისსაძიებლად ჩავიდნენ, ე.ხ.-ს მეგობრის ჩვენება მოწმობს. ვანო თეგაძე ამბობს, რომ “მერსედესამდე” აგარაკზე “ტოიოტა ქამრის” 6 მგზავრი მივიდა და წვეულების სტუმრებს ეძებდნენ.

კითხვებს სტუმრებთან დაკავშირებით დაზარალებული და ამავდროულად ბრალდებული, წვეულების დაუპატიჟებელი სტუმარი ვახო ჩიქოვანი სვამდა. ამის შემდეგ კი ექვსეულმა ტერიტორია დატოვა და ავტომაგისტალზე შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხა.

„კურიერთან“ საუბრის დროს როსტომ კერესელიძემ განმარტა, რომ მერაბიშვილსა და არასრულწლოვან ლ.შ.-ს გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები აგარაკზე კონფლიქტში მონაწილეებში შეეშალათ. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნაძალადეველები ავტობანის ექვსეულს შეცდომით გაუსწორდნენ, შემდეგ კი აგარაკზე დანარჩენების ძებნა განაგრძეს.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.

“ყველა არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა წარედგინოს” – მირიან ნიკოლაძე

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ, მათ შორის არასრულწლოვნებსაც

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05