LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე – არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები“ – ქვეყნის მასშტაბით სპეცოპერაციები გრძელდება

50
ნარკორეალიზატორების დაკავება

„დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. საქმეში ყველა მტკიცებულება არსებობს, ეს ადამიანები არან დაკავებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე“, – ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კუპატაძემ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით კვლავ გრძელდება:

„დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიებები. თბილისში, ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქებში. დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი რაოდენობით და ასევე, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

ეს ადამიანები ქვეყანაში ნარკოტიკების სხვადასხვა გზით შემოტანას ახდენდნენ. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებულები.

საქმეში ყველა მტკიცებულება არსებობს, ეს ადამიანები არან დაკავებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე. არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები.“– განაცხადა თემურ კუპატაძემ.

შეგახსენებთ, რომ დილიდან მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს საქართველოს რამდენიმე ქალაქში.

მათ შორის ფონიჭალაში, სადაც სამართალდამცველები ერთდროულად რამდენიმე ადგილას არიან მობილიზებულები.

დაუდასტურებელი ცნობებით, ფონიჭალაში დაკავებული არიან 20 და 22 წლის ძმები.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები