LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებულია ათასზე მეტი პირი – რა ვითარებაა ბელარუსში

95
BeFunky-collage (1)

კვირას ბელარუსი კვლავ მოიცვა მასშტაბურმა საპროტესტო ტალღამ. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. როგორც “Al Jazeera” წერს, ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია ათასზე მეტი დემონტრანტი.

აქციების დროს ყველაზე მეტი ადამიანი ქვეყნის დედაქალაქ მინსკში, ასევე ქალაქ ბრესტში, ბობრუისკში, ვიტებსკსა და გროდნოში დააკავეს.

ამას გარდა, დაკავებული იყო რამდენიმე ჟურნალისტიც, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

მინსკსა და სხვადასხვა ქალაქებში დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას უკვე მეოთხე თვეა ითხოვენ.

საპროტესტო აქციების მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების გარდა,  პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაცაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები