LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებულია ორი პირი, ამოღებულია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკი – ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები

213
9436863428611295105914887890293812575076352o-5ea55bd6752db

სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა ბათუმში ორი მილიონი დოლარის ღირებულების 40 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულია ბულგარეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც ნარკოტიკები საქართველოში მსუბუქი ავტომობილით შემოიტანეს და მის ევროპაში რეალიზებას აპირებდნენ.

ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

უკვე რამდენიმე საათია, რაც სამართალდამცავები თამარ მეფის გამზირზე არიან მობილიზებული.

„ორთვიანი საერთაშორისო სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომლთან ერთად, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“. მისი ღირებულება შავ ბაზარზე ორ მილიონ დოლარს აჭარბებს. გამოძიებით დგინდება, რომ ბულგარეთის ორმა მოქალაქემ მიმდინარე წლის მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილით, სპეციალური სამალავით, უკანონოდ გადმოზიდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნული ნარკოტიკები განათავსეს ბათუმში, დროებით საცხოვრებელ ბინაში და აორგანიზებდნენ მის ცენტრალურ ევროპაში გადაზიდვას“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები