LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებულია პირი, რომელმაც მამიდას ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და ცხედარი სარდაფში გადამალა

საპატრულო-ლენტი-შსს-პოლიცია-1

სამართალდამცავებმა ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა 10 დეკემბერს მარნეულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამიდას ურთიერთშელაპარაკებისას, ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და ცხედარი დამარხვის მიზნით სარდაფში გადამალა. 15 დეკემბერს ცხედარი გარდაცვლილის ნათესავებმა აღმოაჩინეს და ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობეს.

„ნ.მ. მიიმალა, თუმცა, მომხდარიდან მეორე დღეს პოლიციამ იგი სადახლოში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ – წერია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები