LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახურული ტიპის კვების ობიექტების მონიტორინგი მიმდინარეობს: 8 ივნისამდე ცოტა რჩება

151
101037698-2986819014687307-6026256372360806400-o

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, მონიტორინგი მიმდინარეობს. განცხადებაში, რომელსაც სააგენტო ავრცელებს, ნათქვამია, რომ აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება. განმარტებულია, რომ მონიტორინგი ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალისტების მიერ ბიზნესოპერატორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

“სპეციალისტები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს, ბიზნესოპერატორებს აცნობენ ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს, ეცნობიან კვების ობიექტებში არსებულ ვითარებას. რეკომენდაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული. ღია ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა ფუნქციონირება 1 ივნისს განაახლეს, ხოლო დახურული ტიპის ობიექტები მუშაობას, ახალი კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით, 8 ივნისიდან შეძლებენ”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.