LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახვეწილი და ხალისიანი კომედიები კარგი განწყობის შესაქმნელად – რჩეული ფილმები

314
#სტუმრადვარსკვლავთან

რა თქმა უნდა, პოზიტიური განწყობის შესაქმნელად ყველას ფილმების საკუთარი ნაკრები აქვს, მაგრამ დახვეწილი ხალისიანი კომედიები, მაინც ყველას ერთნაირად ხიბლავს.

ფილმები კარგი განწყობის შესაქმნელად:

,,ბერდმენი” (Birdman, 2014) – ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს შავმა კომედიამ “ოსკარის” 4 პრემია დაიმსახურა. დოკუმენტური ქრონიკის სტილში შექმნილი ფილმის მთავარი პერსონაჟი პოპულარობადაკარგული მსახიობია, რომელიც სცენაზე ცდილობს დაბრუნებას. სიურრეალისტურმა კომედიამ არა მხოლოდ ხალისიანი ისტორია მოუთხრო მაყურებელს, არამედ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მაიკლ კიტონის, ედვარდ ნორტონის და ემა სტოუნის ბრწყინვალე არტისტული ნიჭი.

,,მე, ტონია” (I, Tonya, 2017) – მართალია, ამერიკელი ფიგურისტის ტონია ჰარდინგის რეალურ ისტორიას, რომელსაც კონკურენტზე თავდასხმა დაბრალდა, კრიტიკოსთა აზრით, ბევრად სერიოზული ჟანრი შეეფერება, მაგრამ კრეიგ გილესპიმ სწორედ შავი იუმორით გადაწყვიტა ამბის მოთხრობა, რამაც მეტი ეფექტი შესძინა რეალურ ისტორიას.

,,გლორია ბელი” (Gloria Bell, 2018) – სებასტიან ლელიოს ესპანური ფილმის რიმეიქის მთავარი გმირი ასაკოვანი ქალბატონია, რომელიც საკმაოდ რთულ ურთიერთობაში ებმება წვეულებაზე შემთხვევით გაცნობილ მამაკაცთან. საოცრად მსუბუქი ფილმი ხალისიანად მოუთხრობს მაყურებელს ქალის მარტოობის საკმაოდ რთულ და მტკივნეულ თემაზე.

,,ბრძოლა ჩემს ოჯახთან” (Fighting with My Family, 2019) – საკუთარი ფილმის მთავარ გმირებად სტივენ მარჩანტმა ახალგაზრდა რესლერის ოჯახის წევრები აქცია, რომელთაც ძალიან უჭირთ საკუთარი ფიქრების გაკონტროლება და ენაზე კბილის დაჭერა. ოჯახის ცხოვრება მკვეთრად იცვლება, როცა პეიჯი რესლერების უმაღლეს ლიგაში ხვდება. მართალია, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლის წარმატება მეტად აქტუალური თემაა ამერიკულ კინოში, მაგრამ მარჩანტმა მაინც შეძლო ისტორიის განსხვავებულად და საკმაოდ ორიგინალურად მოთხრობა.

,,ლედი ბერდი” (Lady Bird, 2017) – გრეტა გერვიგის სადებიუტო ფილმი მოზარდ გოგონაზე და მშობლებთან მის “ომზე” მოუთხრობს მაყურებელს. განსაკუთრებული ხიბლი ფილმს მთავარი პერსონაჟის დედასთან მუდმივმა კამათმა და არაჩვეულებრივმა დიალოგებმა შემატა.

,,დიდი შემცირება” (The Big Short, 2015) – მაიკლ ლუისის წიგნის მოტივებზე შექმნილი ფილმი 2008 წლის ფინანსურ კრიზისზე მოუთხრობს მაყურებელს. საკმაოდ რთული თემის მიუხედავად, ადამ მაკეიმ მაინც შეძლო ლიტერატურული პირველწყაროს ხალისიანად ადაპტირება და მეტად დინამიური ფილმის დადგმა, რომელშიც მთავარი როლი არაჩვეულებრივმა კრისტიან ბეილიმ შეასრულა.

,,დაუპატიჟებელი სტუმრები” (Wedding Crashers, 2005) – ვინს ვონისა და ოუენ უილსონის მონაწილეობით რეჟისორმა დევიდ დობკინმა არაჩვეულებრივი პაროდია შექმნა თანამედროვე ამერიკულ ქორწილებზე. მთავარი პერსონაჟები მანამდე სტუმრობენ უცნობი წყვილების ქორწილებს, სანამ დღესასწაულის ორგანიზატორ ოჯახთან ერთად სერიოზულ უხერხულობასა და უსიამოვნებაში არ ეხვევიან.

,,ქორწინების ისტორია” (Marriage Story, 2019) – რა თქმა უნდა, განქორწინების თემა რომელიც ნოი ბაუმბახმა აირჩია თავისი ფილმისთვის, რთული და ძალიან მასშტაბურია, თუმცა სკარლეტ იოჰანსონისა და ადამ დრაივერის წყალობით რეჟისორმა მაინც შეძლო ისტორიის მსუბუქად, დახვეწილი იუმორით მოთხრობა.

,,დიდი კუში” (Snatch, 2000 ) – გაი რიჩის კლასიკური კომედია, რომელიც სადებიუტო ფილმის “ბანქო, ფული და ორი ლულა” ერთგვარ გაგრძელებად იქცა, ნამდვილი ინგლისური იუმორის წყალობით შევიდა კინოს ისტორიაში.

“ხავერდის ბენზოხერხი” (Velvet Buzzsaw, 2019) – სატირული ტრილერი ერთგვარი პაროდიაა ლოს-ანჯელესის არტ-ბოჰემაზე, რომელიც სასურველი ხელოვნების ნიმუშის ხელში ჩასაგდებად არც კრიმინალს ერიდება. არტ-გალერეის მფლობელები, რომლთაც უცნობი გარდაცვლილი მხატვრის შემოქმედებით გადაწყვიტეს ფულის შოვნა, დენ გილროის  ფილმში რენე რუსომ და ჯეიკ ჯილენჰოლმა განასახიერეს,

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები