LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამატებითი შეღავათები მაღალმთიან რეგიონებს – კვიციანის ინიციატივა

114
mta

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ემზარ კვიციანი მაღალმთიანი რეგიონებისთვის დამატებითი შეღავათების დაწესების ინიციატივით გამოდის. ცვლილებების თანახმად, მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონე პენსიონერს პენსიაზე დანამატის სახით პენსიის 20 პროცენტის ნაცვლად, 40 პროცენტი ემატება.

ცვლილებების თანახმად, თუ ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, ორი წლის განმავლობაში, ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 ლარის ნაცვლად, არანაკლებ 200 ლარი უნდა იყოს, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის, ეს თანხა ოთხი წლის განმავლობაში, არანაკლებ 300 ლარი უნდა იყოს.

ცვლილებები ასევე გულისხმობს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის, საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 100 პროცენტის მიცემას, ნაცვლად 35 პროცენტის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები