LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამდეგი ახალი წელი თავდაცვის ძალების მეთაურმა მოსახლეობას “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში მიულოცა

vladimer chachibaia

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ რადიო „ფორტუნას“ საახალწლო ეთერში, საქართველოს მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

„მინდა დამდეგი ახალი წელი სრულიად საქართველოს მივულოცო, განსაკუთრებული მილოცვა მინდა გავუგზავნო, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებენ საქართველოს წინაშე, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საერთაშორისო მისიებში. ვულოცავ ჩვენს დაჭრილ მეომრებს და დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს,“ – განაცხადა გენერალმა ჩაჩიბაიამ “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში.

ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით ეს ადამიანები, საქართველოს ნათელი წერტილები არიან.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სრულიად საქართველოს მოსახლეობას ხვავს, ბარაქას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ 2019 წელი ყველასთვის წარმატებული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები