რუსი წვევამდელი, რომელმაც 25 ოქტომბერს რუსულ სამხედრო ბაზაზე ცეცხლი გახსნა და 8 ჯარისკაცი მოკლა, ამბობს, რომ მას სამხედროები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

„იმ დღეს ოფიც­რებ­მა პი­რო­ბა და­დეს, რომ გა­მო­მიყ­ვან­დნენ და გა­მა­უ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. მე ვი­ცო­დი, რომ ყვე­ლა ახალ­წვე­ულს ჩე­მამ­დე ასე ექ­ცე­ოდ­ნენ. იმ სა­ღა­მოს ჩემი ჯერი იყო. წა­სას­ვლე­ლი არ­სად მქონ­და, რა უნდა მექ­ნა?“

20 წლის რამილ შამსუტდინოვი მალევე დააკავეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განაცხადებით, შამსუტდინოვს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

დაიღუპა ორი ოფიცერი, ორი კონტრაქტორი ჯარისკაცი და ოთხი ახალწვეული. ბიჭის მამამ სალიმჟამ შამსტუდინოვმა იმ დღესვე განაცხადა, რომ მუდმივმა დაძაბულობამ და ბულინგმა მიიყვანა მისი ვაჟი აქამდე. მან ასევე აღნიშნა, რომ წვევამდელი ჩადენილ დანაშაულს არ ნანობს.

მოგვიანებით მედიაში რამილის მამისადმი მიმართვაც გავრცელდა – ” მაპატიე მამა, სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი, ან მე უნდა მომეკლა ან ისინი მომკლავდნენ”.

შამსუტდინოვს უვადო სასჯელი ემუქრება.