LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპატიმრებულმა რუსმა ჯარისკაცემბა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარეს

119
photo_2022-05-26_19-49-43

დაპატიმრებულმა ორმა რუსმა ჯარისკაცმა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები აღიარა. ალექსანდრე ბობიკინსა და ალექსანდრ ივანოვს ბრალად ედებათ 24 თებერვალს რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან უკრაინის ხარკოვის რეგიონის მიმართულებით გრადის ტიპის რაკეტების გასროლა.

მათ ბრალად ედებათ “ომის კანონებისა და წესების დარღვევა, რომელიც წინასწარი ჯგუფური შეთქმულებით განხორციელდა”.

საქმის დეტალების მიხედვით, ბრალდებულებმა ცეცხლი გაუხსნეს და “სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის, კერძო სახლები” დააზიანეს.

მათ სასამართლოში ბრალი აღიარეს. სასამართლომ განაჩენი 31 მაისს უნდა გამოიტანოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები