LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება ბათუმში – დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე

177
BeFunky-collage (1)

ბათუმში პოლიციასა და ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

აქციის მონაწილეები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა, როგორც მთავრობაში განუცხადეს, თორნიკე რიჟვაძე ადგილზე არ იმყოფებოდა, ამიტომ აქციის 3 მონაწილეს, მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც მათ ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა გზის გადაკეტვის საშუალება და ქუჩის მეორე მხარეს გადაადგილებისკენ მოუწოდა, რასაც აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც სიტუაცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შეგახსენებთ, ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დილიდან მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები