მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ განაცხადა, რომ 17 მაისს „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებით გასამართ გალა-კონცერტში მონაწილეობის არ მიღებს მხარეების დაპირისპირებების შიშის გამო.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.

„დაგვაბრალეს ისეთი უნამუსობა და საერთოდ ქართველმა ხალხმა გამოავლინა ისეთი სიბნელე, რომელსაც ველოდი, მაგრამ ასეთსაც არა. ჩვენ, ის ხალხი ვყოფილვართ, ვისაც აბსოლიტურად ერთ წამში შეუძლია გადათელოს ყველაფერი. რაც გაგვიკეთებია ფაქტობრივად აღარ არსებობს. ასე გვეზიზღებოდეს ხალხო ერთმანეთი – რა დაგემართათ? ასეთი ზიზღით როგორ დადიხართ ამ ქვეყანაზე, მე ვარ გაოგნებული. მე კიდევ ერთხელ მინდა ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ, რომ დაპირისპირების შიშის გამო ვთქვი უარი სიმღერაზე. ასე როგორ გაგვიმეტეთ ან მე, ნატო,ნინო ქათამაძე. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთვის? არ გრცხვენიათ ამხელა ზიზღის გამოვლენის?“ – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ

მსგავსი თემები