LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაქორწინებული ადამიანები რომ უფრო დიდხანს ცოცხლობენ, მითი აღმოჩნდა

182
7

ოჯახი მამაკაცებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს, თუმცა ქალბატონების შემთხვევაში ყველაფერი პირიქით ხდება. როგორც უამრავი კვლევით დგინდება, მარტოხელა ქალები ბევრად უფრო დიდხანს ცოცხლობენ და ცხოვრებაში ნაკლები სტრესის გადატანაც უწევთ. ისინი ბევრად ნაკლებ დაძაბულობას და პრობლემებს აწყდებიან, რაც ბუნებრივია, ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნებას უწყობს ხელს. ახალი კვლევის შესახებ cbsnews წერს.

და კაცები? ვინც ქორწინებაში თავს კომფორტულად გრძნობს – უფრო დიდხანს ცოცხლობს. ამიტომ, მეორე ნახევრის არჩევისას მამაკაცებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, რათა საბედისწერო შეცდომა არ დაუშვან.

ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი ექსპერიმენტი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოს დაიწყო და 2 ათასამდე ადამიანს მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ცდისპირებმა ლამის მთელი ცხოვრება განვლეს, ოჯახები შექმნეს, დაანგრიეს, ისევ შექმნეს და ა.შ.

ყველაზე დიდხანს იმ ადამიანებმა იცოცხლეს ვინც დაქორწინდა და არ განქორწინებულა, ასევე არანაკლებ ხანგრძლივი იყო მარტოხელების ცხოვრებაც. ხოლო მათი სიცოცხლე, ვინც განქორწინდა ან განქორწინდა და თავიდან შექმნა ოჯახი, არც თუ ისე ბედნიერი და ხანგრძლივი აღმოჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები