LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარბევისას დაკავებულთაგან სამი ბიჭი ლევან მურუსიძემ გაათავისუფლა

178
pjimage

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 20 ივნისს დაკავებულთაგან სამი – იოსებ თხელიძე, ცოტნე ცხვედიანი და ირაკლი ხვადაგიანი სამართალდამრღვევებად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა. ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან მურუსიძემ მიიღო. დაკავებულთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სხდომაზე ირაკლი ხვადაგიანმა განაცხადა, რომ ურჩევნია, დარჩენილი ექვსი დღე პატიმრობაში მოიხადოს, ვიდრე გათავისუფლების ფურცელზე ლევან მურუსიძის გვარი იყოს.

როგორც ცნობილია 305 ადმინისტაციული წესით დაკავებულიდან ადმინისტრაციული პატიმრობა 21 ივნისს 121 პირს შეეფარდა.