LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩა ორი: ოლიმპიადას მილანი ან სტოკჰოლმი უმასპინძლებს

000f56ca-500

იტალიის მილანმა და შვედეთის სტოკჰოლმმა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში 2026 წლის ზამთრის თამაშების მასპინძლობაზე, განაცხადები წარადგინეს. ოლიმპიადის მასპინძელს 2019 წლის ივნისში, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში აირჩევს.

თავდაპირველად, პრეტენდენტი ექვსი ქალაქი იყო, მაგრამ კალგარიმ (კანადა), სიონმა (შვეიცარია) და გრაცმა (ავსტრია) საკუთარი მოქალაქეებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღეს და შესაბამისად კანდიდატურები მოხსნეს. განსაკუთრებით კანადაში იაქტიურეს, სადაც ხალხმა უბრალოდ გააპროტესტა ოლიმპიადის მასპინძლობის შესაძლებლობა. აი იაპონიის ქალაქმა საპორომ კი გადაწყვიტა, ყურადღება 2030 წლის თამაშებზე გადაეტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები