LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარეგისტრირებული ბიზნესებიდან 1%-ზე ოდნავ მეტია, სადაც რუსული კაპიტალი მონაწილეობს – ლევან დავითაშვილის თქმით, უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს მეშვეობით არც ერთი სანქციისთვის გვერდის ავლა არ მომხდარა

125
ლევან დავითაშვილი

როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესების რელოკაციაზე საქართველოში, ეს ცალსახად დადებითი ტენდენციაა, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ გააქტიურებულ ეკონომიკას, დამატებით ღირებულებას, რომელიც ამ ბიზნესების მიერ იქმნება. ჩვენ ეს გვაძლევს დამატებით დასაქმებას და, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის ეს ცალსახად სარგებელია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მეშვეობით არც ერთი სანქციისთვის გვერდის ავლა არ მომხდარა.

„საქართველოში ხდება აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესების რეგისტრაცია. ეს არის ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მიერ მკაფიოდ შეფასებული, დაფასებული და აღნიშნული. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო მადლობა ძირითადი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან იმისთვის, რომ მკაფიოდ იცავს საერთაშორისო სანქციებს, რომლის ნაწილიც საქართველოა. პირველივე დღიდან ძალიან ღიად გვქონდა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და საქართველოს მეშვეობით არც ერთი სანქციის გვერდის ავლა არ მომხდარა. ეს არის ძალიან მკაფიოდ დაფიქსირებული ყველა საერთაშორისო პარტნიორის შეფასებაში. რაც შეეხება ბიზნესებს, რომელიც საქართველოში შემოდის, ეს არის აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესები. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, რომ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც მოღვაწეობენ რუსეთში, თავიანთი სერვისებისა და ოფისების გადმოტანა და რელოკაცია მოეხდინათ. ასევე, დარეგისტრირებული ბიზნესებიდან 1%-ზე ოდნავ მეტია, სადაც რუსული კაპიტალი მონაწილეობს. შესაბამისად, ესეც ძალიან მცირე რაოდენობაა საერთო ბიზნესებში და ეს ვერანაირ საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვერ უნდა წარმოადგენდეს. აქაც შეიძლება აღინიშნოს, რომ უმრავლესობა, როდესაც ვსაუბრობთ რუსული კაპიტალით შექმნილ ბიზნესებზე, არის ეთნიკურად ქართველების მიერ დაარსებული ბიზნესები, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში გადმოდიან. რაც შეეხება სტატისტიკას, დაახლოებით 900 ათასი რეგისტრირებული კომპანიიდან 10 ათასამდეა, სადაც რუსეთის მოქალაქეების გარკვეული მონაწილეობაა მთლიანად საქართველოში, არა მხოლოდ ამ პერიოდში. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ან არის უცხოური კომპანიების ოფისები, რომლებიც, პირველ რიგში, ყველაზე მეტად იყვნენ დაინტერესებულები, რომ რუსეთიდან მოეხდინათ რელოკაცია, ან კომპანიები, რომლებიც შექმნილია, ძირითად, ეთნიკურად ქართველების მიერ, რომლებიც მოგვმართავენ ხოლმე საინვესტიციო ბინადრობაზეც“, – განაცხადა დავითაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები