LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარგე ხე: შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვანი სახეობის ნერგები დაირგო

169
122223307-2358494857630161-1740327772185001786-o

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 30-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას – „დარგე ხე“ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები – სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, მსახიობები და სპორტსმენები შემოუერთდნენ. ღონისძიების მიზანია ტყის მოვლა-აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონია.

კაცობრიობის საბოლოო მისია “ხის დარგვაა”: დღეს ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები