LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დარწმუნებული ხართ, რომ ამას ვერ დაგიმტკიცებ, ძალიან რომ მოვინდომო” – ინგა გრიგოლია ფინანსთა მინისტრს

1273
xdfbxghng

ინკასოდადებული ტელევიზიების ხელმძღვანელების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან, კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეხვედრა პროტესტის ნიშნად “ტვ პირველის” გენერალურმა დირექტორმა დატოვა. ინგა გრიგოლიამ მედიასთან კომენტარში თქვა, რომ მინისტრმა მისივე  წინამორბედები უხამსი სიტყვებით მოიხსენია.

“კავკასიის” და “ტვ პირველის” დირექტორები ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ

მოგვიანებით ივანე მაჭავარიანმა განმარტა, რომ ინგა გრიგოლია “პირწმინდად” იტყუება. მისი თქმით, მსგავს თემაზე არც საუბარი ყოფილა და წინა მინისტრი არც უხსენებია, მით უმეტეს სიტყვა “უტრაკო” არ უთქვამს.

მინისტრის მიერ სიცრუეში დადანაშაულებულმა “ტვ პირველის” დირექტორმა მისივე ტელევიზიის ეთერის საშუალებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრას სხვა ადამიანებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მოწმეები არიან  და მინისტრის მხრიდან გამოთქმული არაკორექტულ სიტყვებს დაადასტურებენ.

“სხვას არც არაფერს არ ველოდი ფინანსთა მინისტრისგან გარდა იმისა, რომ ასეთი ისტერიული სახით და ხმით გამოვიდოდა და იტყოდა, რომ თითქოს მე მოვიტყუე. არ მომიტყუებია! იმ შეხვედრას სხვა ადამიანებიც ესწრებოდნენ.

როდესაც მედიას აქვს კითხვები, რატომ არავინ აგო პასუხი ამ წლების განმავლობაში დაგროვილ მილიონებზე, რატომ არ შეჰქონდათ ბიუჯეტში ეს დაგროვილი ვალი, ამის საპასუხოდ მან მთელი აქცენტი გადაიტანა მის წინამორბედებზე და თქვა, რომ ამ წინაბორბედებს არ ქონდათ “ერთი ადგილი”.

ვინ იგულისხმა ამ წინამორბედებში, გამორიცხვის მეთოდით არ მოგვიწევს წასვლა. მისი წინამორბედი იყო მამუკა ბახტაძე. არ გამოგივათ ბატონო ვანო! ვერაფრით ვერ დამადანაშაულებთ სიცრუეში და დარწმუნებული ხართ, რომ ამას ვერ დავამტკიცებ ძალიან რომ მოვინდომო?” – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, 25 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კავკასიისა, ერთ რეგიონულ მაუწყებელსა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს მიმდინარე დავალიანებების გამო ინკასო დაადო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები