LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული შეთანხმებები მიიღწევა: კახა კალაძე ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესზე

43
კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი დიდი სურვილია, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება მოხდეს და ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდეს, დასტაბილურდეს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ გარკვეული შეთანხმებები მიიღწევა.

“არის რაღაც საკითხები, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოებრიობას ავნებს, მე ახლა დეტალებში არ შევალ, მაგრამ შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა მერმა.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის პროტესტიც შეაფასა და თქვა, რომ ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებებში უფრო სერიოზული ფიგურები არიან წარმოდგენილი.

“შალვა ნათელაშვილის შეფასებაზე თავს შევიკავებ, რადგან მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან უფრო სერიოზული ფიგურები არიან წარმოდგენილი, ამიტომ მოლაპარაკების პროცესს დაველოდოთ, დეტალებში შესვლისგან თავს შევიკავებ”. – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები