LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასახელდა ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს

165
esdasaqmeba

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების კუთხით ვმუშაობთ რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„ჩვენ არამხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ ე.წ ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით, ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით. ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოქალაქეებს ვაიძულებთ, რომ დატოვონ ქვეყანა. პირიქით, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ნაწილია ის, რომ ამ შეთანხმებებში, რომელიც გაფორმდება ამ ქვეყნებთან, შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყოს ის, რომ ეს არის არა სამუდამოდ წასვლა, არამედ იმ პირობით წასვლა, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, როგორც უკვე კვალიფიკაცია ამაღლებული ადამიანები და საკუთარ ქვეყანას მოახმარონ ის გამოცდილება, რომელსაც შეიძენენ ქვეყნის გარეთ“. – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იქნება, რომ საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ და საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.

კითხვაზე, როგორ გაკონტროლდება, რომ მოქალაქეები დაბრუნდნენ სამშობლოში და თუ პირობას დაარღვევენ, ზალკალიანი პასუხობს, რომ „ეს ყველა ქვეყანასთან კონკრეტული შეთანხმებით განისაზღვრება”.

“გამიჭირდება, რომ თითოეული შეთანხმება ცალ-ცალკე გითხრათ, რა არის ჩადებული. მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველაფერია გათვალისწინებული, რომ მათი უფლებებიც იყოს დაცული და ასევე ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესები გათვალისწინებული“. – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

პოპულალურები