LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათა პაპასთან წამლების მისატანად მისულ დავით ქაცარავას ქვები ესროლეს [ვიდეო]

2017
maxresdefault

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა ამბობს, რომ სოფელ ბიბნევში, დათა პაპასთან წამლების მისატანად ასულს, ახალგაზრდების ჯგუფი დახვდა, რომლებმაც ის ცემეს.

ქაცარავა აცხადებს, რომ მისი ბობნევში ვიზიტის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გარდა არავინ იცოდა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თავდასხმას პოლიცია შეესწრო, თუმცა მათი შეჩერება სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს.

“მეგობრებო!
ამ წუთას ვიმყოფები ბობნევში. წამლები მოვუტანე დათა პაპას.
ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა. ბუნებრივია შსს-ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ.
დათა პაპას სახლთან დამხვდა 4- 5 კაციანი ტიტუშკების ჯგუფი.
მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ.
მოკლედ, ტიტუშკებით ბრძოლაზე გადავედით?
გასაგებია.მივდივარ საავადმყოფოში. იქედან შეგეხმიანებით
პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა.
ხო, სხვათა შორის, კ***  კურდღლებო, ყბები როგორ გაქვთ?” – წერს დავით ქაცარავა.

პოსტის დაწერის შემდეგ ქაცარავამ ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც უფრო ვრცლად ყვება მომხდარის შესახებ.

“გაეთრიე აქედან, რატომ გვირევ სიტუაციასო”, მითხრეს და ხელი გამარტყეს, რა თქმა უნდა მიიღეს საპასუხო” – ამბობს ქაცარავა და დასძენს, რომ რამდენიმე ქვა თავშიც კი მოხვდა.

მისი აზრით, ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა და ეს იყო ე.წ. ტიტუშკების ჯგუფი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები