LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გორგილაძე: ყველაზე სამარცხვინო და მოუშორებელ იარლიყს უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის შესახებ სწორედ ის მიიკრავს, ვისაც ეს კანონი თავში მოუვიდა და ის, ვინც მხარს დაუჭერს

203
დათო-გორგილაძე

„არათუ ამ კანონპროექტის მიღება, მისი ინიცირებაც კი ბოროტებაა და ძალიან ბევრს ამბობს მისი ინიციატორების გეგმებსა და ზრახვებზე“, – ასე აფასებს მწერალი და ჟურნალისტი დათო გორგილაძე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს.

როგორც გორგილაძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იარლიყს მიაკრავენ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია ამ ქვეყნისთვის სიკეთის მოტანას ცდილობენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, განათლების, სამართლიანობის, კულტურის და ბევრი სხვა მიმართულებით.

„ეს არის მავნებლობა და მისი მიღება არ შეიძლება“ – ბესიკ ხარანაული „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექზე

„შორიდან რომ ვუყურებ, ის ადამიანები, ვინც მაგ სიაში უნდა შევიდნენ, ხომ ვიცნობ ერთ-ორ-სამს, ყველაზე კარგი ადამიანები არიან… ყველაზე სანდოები და ყველაზე პატრიოტები.“

„თუმცა გონიერი მოქალაქე ხვდება, რომ ყველაზე სამარცხვინო და მოუშორებელ იარლიყს უცხო (სინამდვილეში კი ძალიანაც ნაცნობი) ქვეყნის გავლენის აგენტის შესახებ სწორედ ის მიიკრავს, ვისაც ეს კანონი თავში მოუვიდა (უფრო სწორად, მოუყვანეს) და ის, ვინც მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა დათო გორგილაძემ.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

 

პოპულალურები