დათო მაღრაძის აღიარება საფრანგეთში – ქართველი პოეტის წიგნი სახელგანთქმული ფრანგული გამომცემლობის კატალოგშია

88
datomagradze

ბელა ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბის შესახებ წერს, მისი თქმით, ცნობილი ფრანგული გამომცემლობის კატალოგი, სადაც მკითხველს საინტერესო წიგნებს ურჩევენ, ერთ-ერთ რეკომენდაციად ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის წიგნს ასახელებს.

„მეგობრებო, დღეს ვათვალიერებდი საყოველთაოდ სახელგანთქმული ფრანგული გამომცემლობის – EDITIONS DU CYGNE- ს კატალოგს, რომელიც ყოველთვის ძალზე საინტერესო წიგნებს სთავაზობს მკითხველს.
ძალიან გამიხარდა, როცა ამ უაღრესად საპატიო გამოცემებს შორის ქართველი პოეტის წიგნმა გამოანათა. აქ წარმოდგენილია პოეტ დათო მაღრაძის La terre feconde – „ბარაქიანი მიწა”.

გამიხარდა, რომ გარეკანზე აღბეჭდილია ლევან ჭოღოშვილის შესანიშნავი ნახატი. უდიდესი სიამოვნება მომანიჭა ვერონიკა ბერჟენის საპრეზენტაციო წინასიტყვაობამ, რომელიც უზუსტესად ასახავს პოეტის მსოფლმხედველობას.
ვულოცავ დათო მაღრაძეს ამ დიდ გამარჯვებას და ვულოცავ სრულიად საქართველოს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები