LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ოქიტაშვილი: „თემურ წიკლაური მიიჩნევდა, რომ მაია ასათიანს და მას ერთნაირი ბედი ჰქონდათ…“

333
asatianioqiashvili2025

თემურ წიკლაურისადმი მიძღვნილ გადაცემაში დათო ოქიტაშვილმა მაია ასათიანს ერთი ამბავი მოუთხრო, რომლის შესახებაც ტელეწამყვანმა აქამდე არაფერი იცოდა.

დათო ოქიტაშვილი:

„ერთი რამ მინდა გითხრა, ოღონდ არ მინდა ინერვიულო. შენზე ჩამოვარდა საუბარი და თემურმა მითხრა, მაია ძალიან მაგარი გოგო ყოფილა, მე და მაიას ერთი ბედი გვქონიაო. ნუცა… როგორ დროებით დაემშვიდობა… მე ჩემს გიორგისო. ჩვენ ორივე დავდექით სცენაზე, მაიამ არ უღალატა თავის მაყურებელს, მე – ჩემს მაყურებელს. ასე გმირულად გადავიტანეთ ყველაფერიო. ეს არის თქვენი ძალა… რამდენიც უნდა იცინო შენ, ან ბატონ თემურს როგორც არ უნდა გაეღიმა, თქვენს სახეზე ყოველთვის იყო და არის სევდა. ამბობდა, მაია მაგარი გოგო ყოფილა, რადგან მაყურებელს არ უღალატაო…“

მაია ასათიანმა დათო ოქიტაშვილს დიდი მადლობა გადაუხადა ამ მონათხრობისთვის, რადგან მხოლოდ თემურ წიკლაურის მაგალითი ჰქონდა, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ პროფესიას დაუბრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები