LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ოქიტაშვილმა კინორეჟისორებთან ერთად ახალი პრემია დააფუძნა

213
oqttashvli-newssss

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი საკუთარ ოფისში მასპინძლობდა ბუბა ხოტივარსა და ლევა ანჯაფარიძეს და ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მათთან ერთად შოთა რუსთაველის სახელობის ჯილდო, რომელიც ეროვნულ კინემატოგრაფიაში გაიცემა.

გთავაზობთ დათო ოქიტაშვილის პოსტს ამ თემაზე:

„დღეს საქართველოს კულტურის პალატას სტუმრობდნენ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი, კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი და გამგეობის წევრი კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე. მხარეთა შეთანხმებით, დაფუძნდა ეროვნული კინემატოგრაფიის შოთა რუსთაველის სახელობის ჯილდო. 2020 წლის 17 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება პირველი დაჯილდოების ცერემონია.
ეს ჯილდო გაუტოლდება იტალიის კინოაკადემიის პრიზს „დონატელოს დავითს“, ესპანეთის – „გოიას“, ამერიკის – „ოსკარს“, საფრანგეთის – „სეზარს“
ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზატორი საქართველოს კინოაკადემიასთან ერთად იქნება საქართველოს კულტურის პალატა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები