LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა მგელაძე: „ჩემზეც ხშირად უთქვამთ, რომ გეი ვარ, მაგრამ ვაცხადებ, რომ ნატურალი ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები!..“

349

დათუნა მგელაძემ ჟურნალ „სარკესთან“ თავის ახალ კლიპზე ისაუბრა, რომელიც პრაღაში გადაიღო და მასში უცხოელი მოდელი მონაწილეობს, ვერონიკა სტარას ხშირად იღებენ „პლეიბოისთვის“, თუმცა როგორც დათუნამ აღნიშნა, კლიპის თემა მოგონებებია და მასში ეროტიკული კადრები არ იქნება.

დათუნას ჟურნალისტმა დაუსვა აქტუალური შეკითხვა თემაზე, თუ როგორია მისი დამოკიდებულება ლგბტ თემის მიმართ, რაზეც დათუნამ შემდეგნაირი პასუხი გასცა:

„არ შეიძლება, ცუდად მოექცე ადამიანს, რომელსაც სრული უფლება აქვს, იცხოვროს ისე, როგორც უნდა. არც მიტინგების მოწყობა შეიძლება მათ წინააღმდეგ. რა უფლება გვაქვს, ვინმეს მივუთითოთ, როგორ იცხოვროს? ჩემზეც არაერთხელ უთქვამთ, რომ გეი ვარ.

კარიერის საწყის ეტაპზე ამ ჭორს ვერ ვიგებდი, ძალიან ვბრაზდებოდი. მინდოდა, მომეძებნა, ვინც ასეთ ჭორებს მივრცელებდა და ცუდად მოვქცეოდი. ჩემ ცხოვრებაში პოპულარობა ისე უცებ შემოიჭრა, ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიყავი. კოლეგები მეუბნებოდნენ, ამას თუ ვერ შეეგუები, სხვა საქმით დაკავდიო.

ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ასეთ ჭორებს აღარ განვიცდი, რადგან ასეთი საბაბი არასდროს არავისთვის მიმიცია. ვაცხადებ, რომ ნატურალი ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები. ვინც თავს უვლის და მოწესრიგებულია, ფიქრობენ, რომ აუცილებლად გეი უნდა იყოს.

თქვენს პირად ცხოვრებაზე ჭორები ხშირია?

კი, როგორ არა! თურმე ასაკით უფროსი ქალი მყოლია საყვარლად, რომელიც ჩემზეა გადაყოლილი და ყველაფერს მიკეთებს. ვისაც კითხვის უფლება აქვს, ყველა მეკითხება, მართალია თუ არა. არ ვიცი, ასეთი აბსურდული ჭორი საიდან მოიტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები