LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დაუფიქრებლად იქორწინე. თუ გაგიმართლა – გამონაკლისი იქნები, თუ ცუდი ცოლი შეგხვდა – ფილოსოფოსი გახდები” – სოკრატეს რამდენიმე ბრძნული გამონათქვამი

5481
socratenewssss

რა თქმა უნდა, თანამედროვე გენიოსებს ცხოვრების გამოცდილებაც საკმარისად აქვთ და საინტერესო რჩევების მოცემაც ყოველთვის შეუძლიათ, თუმცა ბრძენებს, რომელთა ნააზრევმა საუკუნეებს გაუძლო, მაინც ვერაფერი შეედრება. სოკრატეს რამდენიმე ბრძნული გამონათქვამი.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

დაკმაყოფილდი არსებულით, თუმცა იბრძოლე საუკეთეოსთვის!

ძლიერეი ვნება საბოლოოდ ყოველთვის მომაკვდინებელ სიძულვილს ბადებს.

დაუფიქრებლად იქორწინე. თუ გაგიმართლა – გამონაკლისი იქნები, თუ ცუდი ცოლი შეგხვდა – ფილოსოფოსი გახდები.

სიბრძნე სიმადვილეში აღიარებაა, რომ ძალიან ცოტა რამ იცი.

თუ უსიამოვნებისგან თავის დაღწევა შეიძლება, რატომ წუწუნებ და თუ უსიამოვნება გარდაუვალია, რა აზრი აქვს წუწუნს?

ლოთობა არასდროსაა მანკიერება, ის მხოლოდ ადამიანის მანკიერებას ამხელს.

უკეთესია რულიად უმიზნოდ იმოქმედო, ვიდრე საერთოდ არაფერი აკეთო.

ადამიანებმა იციან, როგორ იცხოვრონ სწორად, მაგრამ მაინც არასწორად ცხოვრობენ.

ყველაფერი, რასაც ადამიანი არა საკუთარი, სხვისი გამოცდილებით ამბობს, ნდობას არ იმსახურებს.

ბუნებამ წყვილი თვალით, წყვილი ყურით და მხოლოდ ერთი ენით დაგვაჯილდოვა, რათა მეტი დავინახოთ, მეტი მოვისმინოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ.

საუკეთესო ქორწინება – ბრმა ცოლი და ყრუ ქმარია.

ღატაკი ის კი არაა, ვისაც მონეტაც არ უდევს ჯიბეში, არამედ ის, ვისაც ოცნება არ შეუძლია.

თუ გინდა – ყოველთვის მონახავ მეთოდს, თუ არ გინდა – აუცილებლად მიზეზს იპოვი.

ცხოვრება სირთულეების გარეშე – ცხოვრება არაა.

მთავარი სიბრძნე – კეთილისა და ბოროტის ერთმანეთისგან გარჩევის უნარია.

მეგობრები არა ყალბი პირფერობით, არამედ გულწრფელი სიყვარულით უნდა მოიპოვო.

ვერაფერს ისწავლი ადამიანისგან, რომლის მიმართ პატივისცემა არ გაქვს.

სადაც სიტყვა ვერაფერს გახდება, კეტის მოქნევას აზრი არ აქვს.

სილამაზე – დედოფალია, რომელიც მხოლოდ მცირე ხნით მართავს სამყაროს.

ბოროტი ადამიანი სხვას აყენებს ზიანს, თუმცა ვერც თვითონ ხედავს სარგებელს.

ვისაც სამყაროს გადაყირავება სურს, ჯერ საკუთარი თავი გადააყირავოს.