LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავალაგოთ ფაქტები: ეს ისაა, რაც ფაქტობრივად უტყუარი ამბავია“ – რას წერს ვახო სანაია შაქარაშვილის საქმეზე

488
sanaia 22

ჟურნალისტი ვახო სანაია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სტატუსს აქვეყნებს და უტყუარ ფაქტებს ალაგებს, რაც მისი თქმით, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ჟურნალისტი იმედოვნებს, რომ გამოძიება ამ ყველაფერზე პასუხს გაგვცემს.

„დავალაგოთ ფაქტები:

1. ფერად შენობასთან დგას „ტოიოტა“.

2. ფერად შენობასთან ხდება რაღაც.

3. ფერად შენობასთან, სადაც „ტოიოტა“ დგას, მიდის კიდევ სხვა მანქანა და ჩერდება 5 წუთი.

4. ეს სხვა მანქანა არის მიკროავტობუსი. ეს დაადასტურა შაქარაშვილის ბიძამ გუშინ “პოლიტმეტრში”. ახსენა ჭიათურის მიკროავტობუსი. თუნდაც ასე იყოს, რა უნდოდა იქ და რა დაინახა იმ 5 წუთში.

5. 5 წუთში ეს მიკროავტობუსი დაიძვრება.

6. ზუსტად ამ მონაკვეთში „ლიდერფუდის“ კამერა აფიქსირებს სულ სამ მიკროავტობუსს. ფოტოები ავტვირთე.

7. შემდეგ – „ტოიოტას“ ამირხანაშვილი ჩამოჰყავს თბილისში, წერეთელზე ჩამოსვამს.

8. დაახლოებით 2 წუთში თბილისში, წერეთელზე, ზუსტად იქ, სადაც „ტოიოტამ“ ამირხანაშვილი ჩამოსვა, ჩერდება მიკროავტობუსი. იქიდან გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა.

9. მიკროავტობუსიდან გადმოსული ახალგაზრდა უახლოვდება ამირხანაშვილს.

10. ორივენი იქვე მიფარებულში დგანან და სავარაუდოდ საუბრობენ.

11. სადაც ამირხანაშვილი და ის ახალგაზრდა საუბრობენ, რამდენიმე წუთში ჩერდება ტაქსი, რომელშიც ვიღაც ჯდება – შესაძლოა, ამირხანაშვილი, ან ის მეორე ახალგაზრდა ან ორივე ერთად.

ეს არის ის, რაც ფაქტობრივად უტყუარი ამბავია. იმედია, გამოძიება რამეს გვეტყვის…

ჩემთვის არ არის ამოწურული „მერსედესის“ საკითხი. მისი მარშრუტი თეორიულად, წუთების შედარების ანალიზით, იძლევა ძალიან რეალურ შესაძლებლობას, რომ ისიც მისულიყო იქ, სადაც „ტოიოტა“ იდგა, ფერად შენობასთან. რატომ ამბობს „მერსედესის“ მგზავრი ჟვანია, რომ უბანში დაბრუნდა 02:00-დან 02:30 შუალედში. თუ „მერსედესი“ წავიდა მცხეთიდან მაშინ, როცა პირველი საათიც კი არ იყო, რაში დასჭირდა ნაძალადევამდე საათნახევარი, ან თუნდაც საათი? როგორ მოხდა ისე, რომ ტოვებს ტოიოტას, რომელთანაც სატელეფონო კავშირი აქვს? რატომ უნდა წამოსულიყო თბილისში და დაეტოვებინა მეგობრები, თუ იცოდა, რომ „ტოიოტას“ ხალხი ჩხუბს აგრძელებდა, ან რაღაც საქმით იყო დაკავებული ფერად შენობასთან? როგორ ხდება, რომ ტელეფონს კარგავს მაინცდამაინც იმავე დღეს?“ – წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში სულ უფრო მეტი ბუნდოვანებაა. მოწმეების შეცვლილი ჩვენებების გამო, სიმართლის დადგენა ერთი შეხედვით შეუძლებელი ხდება. არსებობს უამრავი ვერსია, თუმცა გამოძიებას ჯერჯერობით თავისი სიტყვა არ უთქვამს.

„მყავს მცირეწლოვანი შვილი… არავინ ფიქრობს, ამ ბინძურ კამპანიას რა შეიძლება მოჰყვეს“ – „კაწროს“ მეუღლე გვარამიას პასუხობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები