LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, რომელიც იღებდა ხელფასს, იხდიდა გადასახადებს და სამსახური დაკარგა – პრემიერი

152
BeFunky-collage (3)

“მოგვიწევს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, რომელიც იღებდა ხელფასს, იხდიდა გადასახადებს და სამსახური დაკარგა. ჩვენ მათთვისაც მოვახერხებთ დახმარებას, ამაზე ვმუშაობთ და ასეთი დახმარება იქნება“, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით და აღნიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, მუშაობა გრძელდება თითოეული მოქალაქის დასახმარებლად.

„არის ბევრი ადამიანი რამდენიმე ბინით, მაგრამ ვესაუბრეთ მომსახურების ყველა მიმწოდებელს და შექმნილია პროგრამა, რომელიც ყველა პატიოსან მოქალაქეს აძლევს საშუალებას, უარი თქვას ამ დახმარებაზე, თუ მას ეს არ სჭირდება და ეს მოხმარდება სხვა ადამიანებს. დამიკავშირდნენ ამ თემაზე ადამიანები, რომლებიც 200 კილოვატამდე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, მაგრამ მსგავსი მხარდაჭერა არ სჭირდებათ. ეს ერთსულოვნება მისასალმებელია და ამ შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ.

იყო კითხვები, ვინც მარტის გადასახადი გადაიხადა, როგორი მიდგომა იქნება მათთან მიმართებაში. სახელმწიფო მათ ამ გადასახადს დაუსუბსიდირებს< და მათ მიერ გადახდილი თანხა შემდგომ პერიოდში გადავა. ელექტროენერგიის მოხმარება გამოდგა ყველაზე ობიექტური შეფასება იმ სოციალური დონის მოსახლეობისა, რომელსაც დღეს დახმარება სჭირდება. ეს საკმარისი არ არის,”- ამბობს მთავრობის მეთაური.

“ეს არის ომი უხილავ მტერთან, რომელთანაც არც ერთ მთავრობას გამარჯვების შანსი არ აქვს” – გიორგი გახარია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები