LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავემშვიდობე პირადი დაცვის წევრებს” – გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო არ იცავს

221
240484228

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის“ დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხებიან და შესაბამისად, მათ დაცვა ეხსნებათ. კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლებელი იყო სახელმწიფოს დაეცვა პირველი პირი თუ მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა საქართველოს სახელმწიფომ არ ჩათვალა საჭიროდ ქვეყნის მე-4 პრეზიდენტის დაცვა. გიორგი მარგველაშვილს დაცვა ოფიციალურად მოეხსნა. ამის შესახებ მან გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა.

„გუშინ მთელი გულით მადლობა გადავუხადე არაჩვეულებრივი სამსახურისთვის და დავემშვიდობე ჩემი პირადი დაცვის წევრებს. ეს დამარცხებული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რომ ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტის ინსტუტუტს“, – წერს ექსპრეზიდენტი.

“ქართულმა ოცნებამ წითელი ხაზები გადაკვეთა… ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას” – გიორგი მარგველაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები