LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანას ტირილით დაურეკა და სთხოვა, შეეწყვიტა დავა – ადვოკატი

260
ბაგრატიონები

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანას ტირილით დაურეკა და სთხოვა, შეეწყვიტა სასამართლო დავა, – ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, დავით მუხრანელი ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა გზით ცდილობს ანა ბაგრატიონ-გრუზინკსი სასამართლო დავის შეწყვეტაზე სხვადასხვა ფორმით დაითანხმოს, მათ შორის, თავის შეცოდების, ფულით მოსყიდვისა და მუქარის გზით.

“მოგვცა ექვსი დღე იმისთვის, რომ ყველა სარჩელი გამოვიტანოთ და არ გავასაჩივროთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გაასაჯაროებს კომპრომატს ანას წინააღმდეგ”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, საუბარია სამეფო ოჯახის შვილზე განხორციელებულ ძალადობაზე. ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა თქვა, რომ მას აქვს კომპრომატი, ჩანაწერი, თუ როგორ ძალადობს ანა ბაგრატიონი მის შვილზე, გიორგიზე. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ამბობს, რომ კომპრომატი არ არსებობს და შვილის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მუხრანელის მხრიდან შვილის ცემის ფაქტით მანიპულირებას, ამ თემის კომპრომატად გამოყენებას გრუზინსკების მხარე ამორალურად მიიჩნევს.

ასევე ქონებრივ დავასთან დაკავშირებთ, როგორც ანა ბაგრატიონის ადვოკატი ამბობს, მათ შესთავაზეს 100 000 ლარზე მეტი იმისთვის, რომ შეწყვიტონ სამოქალაქო დავები და ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მუხრანელის მიერ გრუზინსკიზე შესაძლო ძალადობის ფაქტს შეეხება.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებრივი დავის შესახებ სასამართლომ მსჯელობა 17 აპრილს დაიწყო.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი მამა ნუგზარი ყოფილ სიძეს, დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩიოდნენ. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობდა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ გრუზინსკების სარჩელის წარმოება შეწყვიტა.

ასევე სამართალდამცავი ორგანო იძიებს საქმეს, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხება, რომელიც 2014 წლის 9 მაისს საგურამოში მოხდა.

პოპულალურები