LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბერიშვილის საქმეზე თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

Tavdacvis-saministro-3333-1515400857-1024x576

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც დავით ბერიშვილის საქმეზე ავრცელებს.

„თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა, დავით ბერიშვილთან, კომუნიკაცია გუშინვე, გამოძიების დაწყებისთანავე დაამყარეს და ექიმებისგან ნებართვის მიღების შემდეგ გამოკითხეს, რაც საქმის მასალებში დევს. სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა გამოკითხვა 18 დეკემბერს, 00:40 საათზე დაიწყეს და 02:35 წუთზე დაასრულეს. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ორის დღის განმავლობაში, გამოიკითხა არაერთი მოწმე, ჩატარდა რამდენიმე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

რაც შეეხება დავით ბერიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოგახსენებთ, რომ საქმეზე დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა დავით ბერიშვილს ჩაუტარა გამოკვლევა, რისი პასუხიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 387-ე მუხლის 2-ე ნაწილით მიმდინარეობს.

დავით ბერიშვილი, რომელიც დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსს „ალგეთის“ ბაზაზე გადიოდა, პოლკოვნიკს ცემაში ადანაშაულებს. სამხედრო ამბობს, რომ შელაპარაკება მასსა და მეორე სამხედროს შორის შენიშვნის მიცემის შემდეგ დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები