LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გადელია: “გადავწყვიტე, პირველ რიგში, თავად გამოვეთიშო ამ საყოველთაო რბოლას”

1108
2021082104022091717

“სხვებისადმი ჭკუის სწავლების ყოველგვარი მცდელობის ნაცვლად, გადავწყვიტე პირველ რიგში თავად გამოვეთიშო ამ საყოველთაო რბოლას დაძაბულობის მატებისაკენ, რაც ჩემი აზრით საერთო, საქვეყნო ისტერიაში გადადის,”-ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმაურება.

“უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ ჩვენი თანამემამულეების სპორტული წარმატებებიც უბრალოდ კი არ გვიხარია- ვიღაცის საჯიბროდ გადავაქციეთ! ახლა ვნახე ასეთი სტატუსები როგორც სხვა ქვეყნის სახელით მოჭიდავე ჩვენი თანამემამულის, ასევე ჩოგბურთელის გამარჯვებებზე.

გული ცუდს მიგრძნობს. მეშინია, ისტერიული სიძულვილის ახალ სპირალს ვადგევართ. სულაც არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ყველას ერთნაირი აზრი უნდა ჰქონდეს- პირიქით!
მაგრამ ასეთი მონდომება და აშკარად გამოხატვა იმისა, რომ ნებისმიერი ოპონენტი ფიზიკურად განადგურდეს, არ არსებობდეს ბუნებაში- სიკეთეს არ მოგვიტანს,”-წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები