LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯის ტერიტორიაზე მშვიდი ვითარებაა – შსს

76
შსს პოლიცია

დავით გარეჯის ტერიტორიაზე, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთზე მშვიდი ვითარებაა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ დავით გარეჯში, სასაზღვრო მონაკვეთზე მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

დავით გარეჯში მომუშავე გიდის ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ეკლესიიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა მალევე მოგვარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები