LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯში უხილავი რუსული დროშა ფრიალებს – სალომე სამადაშვილი

419
samadashvili

დღეს, უხილავი რუსული დროშა ფრიალებს დავით გარეჯშიც,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველგან, სადაც იქმნება პრობლემა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, იქ ფრიალებს რუსული დროშა.

დეპუტატი 26 მაისს ბათუმში რუსეთის დროშასთან დაკავშირებულ ინციდენტსაც გამოეხმაურა და პასუხისმგებლობა მასზე ხელისუფლებას დააკისრა.

„ჩემთვის სრულიად შოკისმომგვრელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ 26 მაისს ჩვენს სახელმწიფოში, როდესაც რუსული დროშები ფრიალებდა ბათუმში. ეს არის თქვენი ხელისუფლების ნამდვილი სახე. თქვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთი უკვე ტანკებით და ჯარისკაცებით კი არ იპყრობს ამ ქვეყანას, არამედ იპყრობს დროშებით და მომღერალი ბავშვებით“, – განაცხადა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები