LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯთან ვითარება გართულდა, აზერბაიჯანელებმა კარავი გაშალეს, გზა ბლოკირებულია

147
დავით გარეჯია

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ვითარება ისევ რთულია. არქიმანდრიტი კირიონი ამბობს, რომ მესაზღვრეების რაოდენობა გაზრდილია.

დავით გარეჯის ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს - გიდი

მესაზღვრეებმა ქართველ სასულიერო პირებს ხატები გადასცეს იმ მიზეზით, რომ ტაძრები მათ ტერიტორიაზე მდებარეობს.

“აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაორმაგებულია, რაც შეეხება ვითარებას, ტაძრებამდე მისასვლელი გზა კვლავ ბლოკირებულია – ამბობს დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტო კირიონი (ონიანი).

მისი თქმით, მესაზღვრეებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე კარავი გაშალეს, თუმცა როგორც თავად განმარტავენ, ეს კარავი დროებითია.

 

„დროებითი კარავია გაშლილი. ინცინდენტის შემდგომ ასე იძახიან, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და დასტაბილურების შემდეგ ჩვენ აქედან გავალთო. მდგომარეობა როგორიც იყო, ისეთია დარჩენილი. უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე პატრულირებენ აზერბაიჯანელი სამხედროები და ჩვენ სამხედროებს იქ მისვლის უფლება არ აქვთ. ასევე, არც ტურისტებს, მომლოცველს და არც მამაოებს“ , – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა “ინტერპრესნიუსთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები