LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძე დააკავეს

kirkitazea

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ფორტუნას” შსს-ში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ კირკიტაძე 353-ე მუხლით არის დაკავებული, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

დავით კირკიტაძე დაკავებისას ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა. ისინი  ავტომობილით ერთად გადაადგილდებოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები