LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით თარხან-მოურავი: არავინ არსად არ მიგვიღებს, შეწყდეს სიყალბე ნატოსთან დაკავშირებით

164
12474951

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით არხან მოურავი საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით არავინ არსად არ მიგვიღებს და საჭიროა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან და აფხაზეთთან.

„ჩვენი მოთხოვნაა სამხედრო მიუმხრობლობა. ახალი სამშვიდობო პოლიტიკა, პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან და აფხაზეთთან. შეწყდეს ლაპარაკი, რომ თითქოს არ მფარველობთ სააკაშვილს და ბოკერიას. შეწყდეს მათი დაფინანსება, ყოველგვარი ორგანიზაციების შექმნა და შეწყდეს პროვოკაციები. არავინ არსად არ მიგვიღებს ჩვენ. შეწყდეს ყოველგვარი სიყალბე ნატოსთან დაკავშირებით. ეს არ მოხდება, ეს არის სიცრუე. იმიტომ რომ მთავარი წევრები, გერმანია და საფრანგეთი ღიად ამბობენ ჩვენს მხარდაჭერაზე უარს,“ – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

აქციაზე იმყოფებოდა “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ემზარ კვიციანიც. მისი თქმით, პერსონა ნონ-გრატად უნდა გამოცხადდნენ ის ადამიანები, ვინც აშშ-დან არიან ჩამოსულები და ქართველებს ამერიკას აძულებენ.

“აქციის მთავარი მოთხოვნა არის თავისუფლება, თავისუფლება საქართველოს, საქართველოს ხელისუფლებას. ვისგან თავისუფლება და ბრაიზებისგან და კრამერებისგან, თუ კრამიტებისგან თავისუფლება. იმიტომ, რომ თავს გაუვიდათ უკვე.

ბრაიზა არის უშუალო მონაწილე კოდორის ხეობის ჩაბარებაში. ბრაიზა არის უამრავი უბედურების მონაწილე საქართველოში. მათ თავს გაუვიდათ, რადგანაც ქართველის ერი ამერიკელებს პატივს სცემდა.მათ ჩაიდინეს უამრავი დანაშაული სააკაშვილთან ერთად. დღეს მათ მფარველობენ, დღეს კოჰაბიტაციაში ამყოფებენ ჩვენს ხელისუფლებას.

ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების თავისუფლება და თვითონ აშშ-ის თავისუფლებაც, ალბათ,“- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები