LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს – რა უთხრა ქართულმა მხარემ ოკუპანტს

112
ზალკალა

ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის მთავარი თემები  – საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპანტთან საუბრის დეტალებს ახმაურებს. დავით ზალკალიანი ამბობს, რომ შეხვედრა საჭირო, დროული და აუცილებელი იყო.

მისი თქმით, ინიციატივა შვეიცარიას ეკუთვნოდა. 

"მე მხარს ვუჭერდი საქართველოსთან მეგობრობას" - სერგეი ლავროვს ავიარეისების აღდგენა სურს

რუსოფობიური ისტერიის მიზეზი დარბაზში რუსული დელეგაციის გამოჩენა არ ყოფილა

„რატომაც არა, როდესაც ასეთი შესაძლებლობა არსებობს გაეროს ფორმატში.

იქ ყველა ყველას ესაუბრება, მიდის საუბარი ისეთ ქვეყნებს შორის, რომელთაც დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ“, – აცხადებს ზალკალიანი.

ის არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საუბარი ჟენევის ფორმატის ცვლილებასაც ეხებოდა.

„არამც და არამც, არანაირ ფორმატის ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. 

პირიქით, კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობებს, მუშაობას ჟენევის ფორმატში. იქ პერსონალიები შეიცვალა, მაგრამ ახალი პერსონალიები, ახალი წარმომადგენლები ეყოლება რუსეთს”, – აცხადებს მინისტრი.

ზალკალიანი ფრენების საკთხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ლავროვთან შეხვედრაზეც ამ თემაზეც იყო საუბარი.

„ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას, მე შეხვედრაზეც აღვნიშნე, რომ ხალხთაშორის ურთიერთობის წინააღმდეგი ვინ შეიძლება, იყოს? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის ერთი მოქალაქეც ვერ იტყვის, რომ მას რაიმე პრობლემა შეექმნა. ჩვენ ძალიან რაციონალურად, პრაგმატულად გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას, და ეს ყველაფერი ჩვენი, საქართველოს გადასაწყვეტია“, – აღნიშნა ზალკალიანმა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები