LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავიწყებ აქტიურ კონსულტაციებს” – რა ფორმით დაბრუნდება მარგველაშვილი პოლიტიკაში

186
ad6eec41bb6862be2563625a49377c37-XL

“როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენი ქვეყნის კურსი და მომავალი, ბუნებრივია, მე დავიწყებ აქტიურ კონსულტაციებს, როგორ დავიცვა ის, რასაც ჩემი თაობის ადამიანები თავისი სიცოცხლით იცავდნენ,”- ეს განცხადება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო აშკარა საფრთხის წინაშე დგას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ქვეყანამ დასავლური კურსი არ შეცვალოს.

„როდესაც დასავლელ პარტნიორს წერილებს უკან მიაყრი და ეტყვი, რომ მისი კომპეტენცია არ არის, ეს სიცარიელე ასე არ დარჩება. ამ სიცარიელეს აუცილებლად შეავსებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენი ქვეყნის კურსი და მომავალი, ბუნებრივია, მე დავიწყებ აქტიურ კონსულტაციებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უზრუნველვყო და დავიცვა ის, რასაც ჩემი თაობის ადამიანები თავისი სიცოცხლით იცავდნენ – საქართველოს დამოუკიდებლობა.

შტატებში სანქციების შესახებ მოწოდებები გახშირდა - მორიგი კრიტიკული წერილი და გაფრთხილება გახარიას

"ვუერთდები კოლეგების შეშფოთებას" - გახარიას წერილი კიდევ ერთმა კონგრესმენმა მიწერა

არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ისეთი რამ, რაც რაიმე მიმართულებით ოდნავ მაინც შეასუსტებს ოპოზიციურ ერთობას. ყველაზე ფასეული დღეს ჩემთვის არის ის ოპოზიციური ერთობა, რომელიც შედგა. ყველა ჩემი პოლიტიკური მცდელობა იქნება იმ ერთობის მხარდამჭერი და გამაძლიერებელი. დანარჩენი დეტალებია “, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა ფორმით დაბრუნდება ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკაში, თუმცა კონსულტაციებისთვის მზაობას გამოთქვამს. პოლიტიკაში დაბრუნების რეალური შანსი, მარგველაშვილის თქმით, ვაშინგტონიდან კონგრესმენების კრიტიკული წერილების შემდეგ გაჩნდა.

დაბრუნდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში – “არსებობს ვექტორის გადახრის საშიშროება”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები